მიშელ ობამა

მიშელ ობამა: მსუბუქი დეპრესია მაქვს, რაც სამი მიზეზით არის გამოწვეული

Cnn.com

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას თქმით, მას მსუბუქი დეპრესია აქვს, რაც კორონავირუსის პანდემიამ, რასობრივმა დავამ და დონალ ტრამპის ადმინისტრაციის ფარისევლობამ გამოიწვია.

მიშელ ობამამ ამის შესახებ თავის პოდკასტში ისაუბრა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

"ვიცი, რომ მსუბუქ დეპრესიასთან მიწევს გამკლავება. ამის გამომწვევი მხოლოდ კარანტინი არ არის, რასობრივი დავისა და ამ ადმინისტრაციის ფარისევლობის ყურება ყოველ დღე გულს მიტეხს." - თქვა მან.

ყოფილი პირველი ლედი ასევე ამბობს, რომ დეპრესიამ კვალი მისი ძილის ხარისხსაც დაატყო, რაც შუა ღამით გაღვიძებებში გამოიხატება.

"იმიტომ, რომ რაღაცაზე ვღელავ ან სიმძიმე მაწვება." – თქვა მან.

ამის შესახებ მიშელ ობამა ამერიკელ ჟურნალისტს, მიშელ ნორისს ესაუბრა.

"მე ემოციური აღმასვლები და დაღმასვლები მაქვს, რაც ვფიქრობ, რომ ყველას გამოუვლია - როდესაც საკუთარ თავს ვერ გრძნობ...ყოფილა შემთხვევა, როდესაც მთელი კვირის განმავლობაში ამ აზრს დავნებებივარ და ამისთვის რთულად არ შემიხედავს." – თქვა მან.

მიშელ ობამას თქმით, დამღლელია, როდესაც "იღვიძებ კიდევ ერთი შავკანიანი ადამიანის ისტორიით, რომელსაც ატკინეს, მოკლეს, ან ტყუილად დაადანაშაულეს."

კომენტარები