გერმანული ნაგაზი

პოლიციის ძაღლმა პირველივე მორიგეობაზე დაკარგული დედა და შვილი იპოვა

BBC.co.uk

უელსში პოლიციის ძაღლმა, სახელად მაქსმა, პირველივე მორიგეობაზე დაკარგული დედა და შვილი იპოვა.

დედა და მისი ერთი წლის შვილი ორი დღის განმავლობაში დაკარგულები იყვნენ - ისინი სახლიდან გავიდნენ და მას შემდეგ ნანახი არავის ჰყავდა.

"დედა ორი დღის განმავლობაში არავის დალაპარაკებია და არც არავინ ჰყავდა ნანახი, რაც მისი ხასიათისთვის დამახასიათებელი არ იყო. მისი მობილური ტელეფონიც არ მუშაობდა, რამაც ეჭვები გაგვიჩინა დედასა და შვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით." – თქვა ინსპექტორმა.

ორი წლის გერმანული ნაგაზი პოლიციას თებერვალში შეუერთდა, თუმცა ზაფხულამდე მას არანაირი დავალება არ ჰქონდა მიღებული. 

დედასა და შვილს პოლიციელები, მოხალისეები და საქველმოქმედო ორგანიზაციები ეძებდნენ. საქმეში ჩართული იყო ვერტმფრენიც. თუმცა 2-დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ადამიანების პოვნა მაქსმა მოახერხა.

კომენტარები