I wanna dance with somebody

უიტნი ჰიუსტონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

On The Come Up TV

ლეგენდარული მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის შესახებ ბიოგრაფიულ დრამას გადაიღებენ.

პროექტს კინოკომპანია Sony ხელმძღვანელობს. რეჟისორის პოსტს სტელა მეგი დაიკავებს, სცენარზე ბოჰემური რაფსოდიის შემქმნელი ენტონი მაკკარტენი იმუშავებს. მთავარი როლის შემსრულებელი ამ ეტაპზე უცნობია. მომავალ ფილმს ჰიუსტონის ცნობილი სიმღერის საპატივცემულოდ I Wanna Dance With Somebody ერქმევა.

სურათი პოპ დივის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ იქნება. უიტნი ჰიუსტონი 2012 წელს გულის დაავადებით გარდაიცვალა.

კომენტარები