ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აფეთქება ლიბანში

ლიბანში აფეთქების შედეგად 27-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 500 დაშავდა

ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2020 - 00:03
tbl.ge/4z4g
დაკოპირდა

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბეირუთში აფეთქების შედეგად 27-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 2 500 დაშავდა.

ლიბანის უშიშროების დაცვის გენერალ-მაიორ აბას იბრაჰიმის თქმით, მასშტაბური აფეთქება გამოიწვია კონფისკებულმა ასაფეთქებელმა მასალებმა.

"გულუბრყვილო იქნებოდა ამ აფეთქების მიზეზად ფოიერვერკები დაგვესახელებინა," – თქვა მან.

ლიბანური ტელევიზია Al Mayadeen ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლიბანის საბაჟოს გენერალური დირექტორის თქმით, ტონობით ნიტრატი აფეთქდა.

Tweet

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუონმა ქვეყნის თავდაცვის უმაღლეს საბჭოსთან საგანგებო შეხვედრის გამართვა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ, სავარაუდოდ, მოხდა ზედიზედ ორი აფეთქება. შესაძლო მეორე აფეთქების ადგილად ყოფილი პრემიერმინისტრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად 2005 წლის 14 თებერვალს ლიბანელი პარლამენტარის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეზე სასამართლო. ვერდიქტი გაეროს ტრიბუნალმა პარასკევს უნდა გამოაცხადოს. ბრალდებულები ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, ჰეზბოლას წევრები არიან. მათ დაუსწრებლად გაასამართლებენ. მკვლელობასთან დაკავშირებული მეხუთე პირი, ჰეზბოლას სამხედრო მეთაური მუსტაფა ამინე ბადრედინი სირიაში 2016 წელს მოკლეს. ჰეზბოლა ოპოზიციონერ პარლამენტარზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ჰარირი ლიბანში ერთ-ერთი წამყვანი სუნიტი პოლიტიკოსი იყო და ლიბანიდან სირიის ძალების გაყვანას ითხოვდა. მის მკვლელობას მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა ქვეყნის პროსირიული მთავრობის წინააღმდეგ. ორ კვირაში მთავრობა გადადგა და სირიამ ძალები გაიყვანა.

2016 წელს ლიბანის პრემიერმინისტრი გახდა რაფიკ ჰარირის შვილი, საად ჰარირი. მას არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მკვლელობაც იგეგმებოდა. საბოლოოდ, საად ჰარირი თანამდებობიდან გასულ წელს ლიბანში დაწყებული მასშტაბური გამოსვლების შემდეგ გადადგა. ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგაც ლიბანში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და აქციები კვლავ იმართება.

აფეთქება ლიბანშიჰეზბოლაბეირუთი

ამავე თემაზე

  • კვირა, 9 აგვისტო, 2020 - 21:36თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა
  • შაბათი, 8 აგვისტო, 2020 - 19:18ბეირუთში აფეთქების შემდეგ ქალმა საავადმყოფოში მალევე იმშობიარა [VIDEO]
  • პარასკევი, 7 აგვისტო, 2020 - 18:01მაკრონი ლიბანელ ხალხს: დახმარება კორუმპირებულთა ხელებში არ წავა
  • ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2020 - 12:43ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების გამოძიება დაიწყო
  • ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2020 - 16:16ბეირუთში აფეთქების შედეგად 300 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ზელენსკი: ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, ვგეგმავთ 20 მილიონი ვაწარმოოთ
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 17:13

ზელენსკი: ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, ვგეგმავთ 20 მილიონი ვაწარმოოთ

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:39

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:28

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:13

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი

დედების რჩეული ბრენდი Momcozy უკვე ჯპს-შია (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:03

დედების რჩეული ბრენდი Momcozy უკვე ჯპს-შია (რ)

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
4NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕