აფეთქება ლიბანში

თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა, – "ამ ტრაგიკულ დღეებში საქართველო ლიბანელი ხალხის გვერდით არის! ეს არის საქართველოს გზავნილი ლიბანისადმი". – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბეირუთში, 4 აგვისტოს, მასშტაბური აფეთქება მოხდა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 145 ადამიანი დაიღუპა, 5 000-ზე მეტი დაშავდა, 250 000 უსახლკაროდ დარჩა.

ოფიციალური ინფორმაციით, პორტში 2 750 ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც 2013 წლის შემდეგ უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებით, აფეთქება დაუდევრობისა და არაეფექტური მმართველობის შედეგია.

მომხდარი აფეთქების გამო, ბეირუთში ანტისამთავრობო პროტესტი დაიწყო. დემონსტრანტები ლიბანის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ. მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

კომენტარები