ქართულმა კომპანიამ მართლმადიდებლური სამზარეულოს ენციკლოპედია დაბეჭდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელექსი Facebook გვერდი ავრცელებს:
"ქართულ სინამდვილეში პირველად იბეჭდება მართლმადიდებლური ქვეყნების სამზარეულოს ენციკლოპედია, რომელშიც შეტანილია ცნობილი და იშვიათი მონასტრული რეცეპტები.
წიგნში მასალა დალაგებულია საუფლო დღესასწაულების მიხედვით.
წიგნში შესულია: მართლმადიდებლური ქვეყნების, ტრადიციების სამარხვო და არასამარხვო კერძები, მონასტრული სამზარეულო, საქართველოს საპატრიარქოს სასტუმრო და სადღესასწაულო ტრაპეზის რეცეპტები, ზედაშე ღვინის დაყენების წესები."