ავტოსაგზაო შემთხვევა

ანაკლია-განმუხურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

flickr

ანაკლია-განმუხურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

შსს-ს ცნობით, მეოთხე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, ავტომობილი ხეს შეეჯახა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები