აფეთქება ლიბანში

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მასშტაბური აფეთქება მოხდა [Video]

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, პორტთან ახლოს, მასშტაბური აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, მოხდა ზედიზედ ორი აფეთქება. მეორე აფეთქების შესაძლო ადგილად ყოფილი პრემიერმინისტრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია სახელდება.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ არის ბევრი დაშავებული და დიდი ზიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

აფეთქების მიზეზი უცნობია. აღსანიშნავია, რომ ამჟამად 2005 წლის 14 თებერვალს ლიბანელი პარლამენტარის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ვერდიქტი გაეროს ტრიბუნალმა პარასკევს უნდა გამოცხადოს. ბრალდებულები ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, ჰეზბოლას წევრები არიან. მათ დაუსწრებლად გაასამართლებენ. მკვლელობასთან დაკავშირებული მეხუთე პირი, ჰეზბოლას სამხედრო მეთაური მუსტაფა ამინე ბადრედინი სირიაში 2016 წელს მოკლეს. ჰეზბოლა ოპოზიციონერ პარლამენტარზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ჰარირი ლიბანში ერთ-ერთი წამყვანი სუნიტი პოლიტიკოსი იყო და ლიბანიდან სირიის ძალების გაყვანას ითხოვდა. მის მკვლელობას მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა ქვეყნის პროსირიული მთავრობის წინააღმდეგ. ორ კვირაში მთავრობა გადადგა და სირიამ ძალები გაიყვანა.

2016 წელს ლიბანის პემიერმინისტრი რაფიკ ჰარირის შვილი, საად ჰარირი გახდა. მას არაერთხელ თქვამს, რომ მისი მკვლელობაც იგეგმებოდა. საბოლოოდ, საად ჰარირი თანამდებობიდან გასულ წელს ლიბანში დაწყებული მასშტაბური გამოსვლების შემდეგ გადადგა. ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგაც ლიბანში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და აქციები კვლავ იმართება.

კომენტარები