ჯეისონ აიზეკსი

ჰარი პოტერის მსახიობმა ჯეისონ აიზექსმა ნარკოდამოკიდებულებაზე ილაპარაკა

Radio Times

ბრიტანელი მსახიობი, ჰარი პოტერის საგაში ერთ-ერთი ბოროტმოქმედის ლუციუს მალფოის როლის შემსრულებელი ჯეისონ აიზექსი  ერთ-ერთ გამოცემას ელაპარაკა ნარკოდამოკიდებულების პრობლემებზე. 

"ყოველთვის ადვილად ვხდებოდი დამოკიდებული ნებისმიერ რამეზე. ალკოჰოლიზმი ჯერ კიდევ თინეიჯერობაში გამოვიარე. ჩემი და ნარკოტიკების ურთიერთობა 16 წლის ასაკში დაიწყო, რომელიც ორი ათეული წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 20 წელი ისე გავიდა ვერც შევამჩნი., ბოლოს, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ყველაფრისადმი ინდიფერენტული ვარ, ჩემი უახლოესი ადამიანის სიკვდილსაც კი ვეღარ განვიცდიდი. ამის გააზრებამ გამომაფხიზლა. წლებია სუფთა ვარ, გაცილებით მარტივ რამეებში ვპოულობ ბედნიერებას, ისეთ მოვლენებში, რომლებსაც გაბრუებული ვერც კი ვამჩნევდი". - იხსენებს მსახიობი.

57 წლის მსახიობის უკანასკნელი პროექტია ანიმაცია Superman: Red Son, რომელშიც აიზექსმა სუპერმენი გაახმოვანა.

კომენტარები