ნიუ-იორკის კინოფესტივალი

ნიუ-იორკის კინოფესტივალი სტივ მაკქუინის ახალი ფილმით გაიხსნება

IMDB

რიგით 58-ე ნიუ-იორკის კინოფესტივალს ბრიტანელი რეჟისორის სტივ მაკქუინის ახალი დრამა Lover’s Rock გახსნის.

Lover’s Rock მინისერიალის პირველი ნაწილია, ფესტივალზე ანთოლოგიის კიდევ ორი ნაწილის Mangrove-ის და Red White and Blue-ს პრემიერა გაიმართება. სულ მომავალ სერიალში 5 სერია იქნება.  

ახალ პროექტში მთავარ როლებს ლეტიცია რაითი, ჯონ ბოიეგა, მალაკი კირბი და შონ პარქსი ასრულებენ. ანთოლოგია კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიცაა მოხვედრილი.

რეჟისორმა მინისერიალი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა.

ნიუ-იორკის კინოფესტივალი 25 სექტემბერს დაიწყება და 11 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები