ხანძარი ამაზონის ტყეებში

ივლისში ამაზონის ტყეებში აქტიური ხანძრის კერების რიცხვი 28%-ით გაიზარდა

REUTERS

ბრაზილიის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, ივლისში ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრის 6 803 აქტიური კერა გამოვლინდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 28%-ით აღემატება.

"ვხედავთ, რომ აგვისტო რთული თვე იქნება, ხოლო სექტემბერი - კიდევ უარესი", – ამბობს ამაზონის გარემოსდაცვითი კვლევების ინსტიტუტის მეცნიერი.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ხანძრის განზრახ გაჩენის პრაქტიკას ფინანსური სანქციების შემცირებით ახალისებდა, მაგრამ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ზეწოლით ივლისის დასაწყისში ცეცხლის ხელოვნურად გაჩენა რეგიონში აკრძალეს.

კომენტარები