მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ვარსკვლავს, ბოდიბილდერს, კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს, არნოლდ შვარცენეგერს, 73 წელი შეუსრულდა.
მომავალი სუპერვარსკვლავი ავსტრიის სოფელ თალში დაიბადა და გაიზარდა. თინეიჯერობისას დაინტერესდა ბოდიბილდიგნით. 1968 წელს გადასახლდა ამერიკაში. 70-იან წლებში ხუთჯერ ზედიზედ მოიპოვა მისტერ ოლიმპიას ტიტული(სულ შვარცენეგერს ბოდიბილდინგის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო შვიდჯერ აქვს აღებული). იმავე პერიოდში დაიწყო თამაში ფილმებში, 1976 წელს შესრულებული როლისთვის სურათში Stay Hungry მიიღო ოქროს გლობუსი. საყოველთაო წარმატება 1984 წელს ტერმინატორში განსახიერებული მკვლელი რობოტის როლმა მოუტანა, ტერმინატორი სამეცნიერო ფანტასტიკური და მძაფრსიუჟეტიანი კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია. 2003 წელს შვარცენეგერი კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი გახდა. ყოფილმა მსახიობმა პოსტი მეორე ვადითაც შეინარჩუნა და კაბინეტი 2011 წელს დატოვა. ბოლო წლებში აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის საკითხებში.
წარმოგიდგენთ არნოლდ შვარცენეგერს კადრს მიღმა: