ინტერაქციული ანიმაცია

პირველი ინტერაქციული ანიმაციური ფილმის ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია DC-მ ახალ ანიმაციურ ფილმ Batman: Death in the Family-ს ტრეილერი გამოაქვეყნა. შემქმნელების განცხადებით, მულტფილმი ინტერაქციული იქნება.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=2DpmjfHzRFg&feature=emb_logo]

მომავალი ანიმაცია ეფუძნება კომიქსს, რომელიც ასევე ინტერაქციული იყო. სერიის უკანასკნელ ნომერში, მნიშვნელოვანი დეტალები მკითხველებმა ტელეფონის დახმარებით აირჩიეს. ფილმის შემთხვევაში მაყურებელს ექნება რამდენიმე არჩევანი, რაც შინაარსსა და ფინალზე იმოქმედებს.

ახალი ბეტმენის პრემიერა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

კომენტარები