არჩევნები 20202

ეკა ბესელია 2020 წლის არჩევნებზე კენჭს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის

ტაბულა

პარტიის სამართლიანობისთვის ლიდერი ეკა ბესელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის მცხეთის მაჟორიტარად. ბესელიას თქმით, აგვისტოს შუა რიცხვებში პარტია კიდევ რამდენიმე ოლქში წარადგენს თავის კანდიდატურას. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იყრიან თუ არა კენჭს პარტიიდან თბილისის ოლქში.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები. ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიასაც სრულად დავასახელებთ და კანდიდატებსაც წარვადგენთ. დღეს დასახელდება მხოლოდ ის სამაჟორიტარო ოლქი, სადაც მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი. რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში. ვნახოთ, თბილისში იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ბოლო კონსულტაციებზე, რასაც ახლა ვმართავთ". - ამბობს ბესელია

მცხეთის ოლქში ქართული ოცნებიდან კენჭს იყრის რეგიონის მოქმედი გუბერნატორი შალვა კერესელიძე. 

კომენტარები