რუსეთი - ფინეთი

ფინეთმა ორი რუსული გამანადგურებელი საჰაერო სივრცის დარღვევისას შენიშნა

Wikimedia Commons

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ეჭვი აქვთ, რომ ორმა რუსულმა გამანადგურებელმა, სუ-27-მა, ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში 14:00 საათზე ჰელსინკის მახლობლად, ფინეთის ყურის თავზე გადაფრენისას დაფიქსირდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოთხი რუსული გამანადგურებელი სუ-27 გეგმურად, წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით, მიფრინავდა კარელიიდან კალინინგრადის ოლქში.

“თვითმფრინავებს არ დაურღვევიათ სხვა ქვეყნის საჰარეო სივრცე, რაც ობიექტური კონტროლის საშუალებებით დასტურდება”. – აღნიშნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები