რუსეთი - ფინეთი

ფინეთმა შესაძლოა დახუროს რუსული საკონსულო ალანდის კუნძულებზე

ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიისტო

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ თქვა, რომ შესაძლოა დახურონ რუსული საკონსულო ალანდის არქიპელაგზე, ბალტიის ზღვაში. 

გასულ კვირას რუსეთმა მოითხოვა სანქტ-პეტერბურგში ფინეთის დიპლომატიური მისიის დახურვა. საპასუხოდ, ფინეთის მთავრობამ დახურა რუსული საკონსულო მისია ტურკუში, ფინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. 

საჯარო ინტერესის საგანია ალანდის არქიპელაგის საკითხი, რომელიც ბალტიის ზღვაში სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. ალანდის კუნძულებზე ასევე არის რუსული საკონსულო მისია, რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ კონსული და მისი ცოლი შედიან.

Bloomberg-თან სატელევიზიო ინტერვიუში ფინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ალანდის არქიპელაგზე არსებული საკონსულოს შესახებ ჯერ არაა მიღებული. ტურკუს საკონსულო გაცილებით უფრო მასშტაბური იყო, შესაბამისად მისი დახურვა სანქტ-პეტერბურგის საკონსულოს დახურვის შემდეგ უფრო პროპორციულ ნაბიჯად მიიჩნევა.

2023 წლის 4 აპრილს ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი გახდა, რითიც რუსეთსა და ალიანსს შორის სახმელეთო საზღვარი 1340 კილომეტრით გაიზარდა.

კომენტარები