Emmy 2020

ბრედ პიტი SNL-ში ენტონი ფაუჩის განსახიერებისთვის EMMY-ზე არის ნომინირებული

SNL

ბრედ პიტი SNL-ში [Saturday Night Live] აშშ-ს დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განსახიერებისთვის 2020 წლის Emmy-ზე არის ნომინირებული.

საუკეთესო მოწვეული მსახიობი კომედიური ჟანრის სერიებში - ამ ნომინაციაში ეცდება ბრედ პიტი გამარჯვების მოპოვებას. მასთან ერთად ამავე ნომინაციაში წარდგენილები არიან ლუკ კირბი, დევ პატელი და ედი მერფი.

აპრილში ბრედ პიტმა ენტონი ფაუჩი განასახიერა და მის როლში დონალდ ტრამპის გამოსვლებს უპასუხა.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, მსახიობის შესრულებასთან დაკავშირებით, აზრი თავად ფაუჩისაც ჰკითხეს, რომელმაც თქვა:

"ვფიქრობ, დიდებულად მოიგო როლი. მე ბრედ პიტის უდიდესი ფანი ვარ."

კომენტარები