შურისმაძიებლები და ბრიჯერ უოკერი

ბიჭს, რომელმაც და ძაღლისგან გადაარჩინა შურისმაძიებლების მსახიობები გამოეხმაურნენ

Gossipvzla

რამდენიმე კვირის წინ ეზოში თამაშისას ბრიჯერ უოკერის უმცროს დას ძაღლი გამოეკიდა. ბიჭი ძაღლსა და თავის პატარა დას შორის ჩახტა და გადაწყვიტა, ძაღლს თავად შეტაკებოდა. სანამ ბავშვები უსაფრთხო ადგილას გაქცევას მოახერხებდნენ ცხოველმა ბრიჯერი დაკბინა.

"თუკი ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს აუცილებლად მე უნდა ვყოფილიყავი". – თქვა მოგვიანებით უოკერმა. მას სახეზე 90-მდე ნაკერი დაადეს.

ბრიჯერის გმირობას პირველი კრის ევანსი გამოეხმაურა და ბიჭს კაპიტანი ამერიკას ფარი აჩუქა. 

ევანსის მსგავსად, პატარა გმირს მარველის მსახიობები, ტომ ჰოლანდი და რობერტ დაუნი ჯუნიორი გამოეხმაურნენ. 

"ბრიჯერ, შენ როკ ვარსკვლავი ხარ. დაბადების დღეზე შემეხმიანე, შენთვის სიურპრიზი მაქვს". – ამბობს მიმართვაში რკინის კაცი. 

View this post on Instagram

When dreams come true.

A post shared by Nikki Walker (@nicolenoelwalker) on

"შენ ძალიან მამაცი ხარ მეგობარო. ყველანი ვამაყობთ შენი საქციელით. ადამიანი ობობას მესამე ნაწილის გადაღებებზე გელოდებით". – ამბობს სატელეფონო საუბარში ჰოლანდი. 

პოსტების კომენტარებში, შურისმაძიებლების კიდევ ორმა ვარსკლავმა, ბრი ლარსონმა და მარკ რაფალომ ბრიჯერს დის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები