ტილდა სუინტონი

ტილდა სუინტონი ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს მიიღებს

WBUR

ბრიტანელი მსახიობი ტილდა სუინტონი კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს, ოქროს ლომს მიიღებს. 

სუინტონის გარდა საპატიო ჯილდო რეჟისორს, ენ ჰუეის გადაეცემა.

ვენეციის კინოფესტივალი პირველი ფართომასშტაბიანი კულტურული ღონისძიება იქნება, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გაიმართება.

ფესტივალი იტალიის ქალაქში 2 სექტემბერს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები