Doja Cat

რეპერს, რომელიც კორონავირუსს "უბრალო ვირუსს" ადარებდა, COVID-19 დაუდასტურდა

Doja Cat

ამერიკელ რეპერს, Doja Cat-ს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა – მან ამის შესახებ ახალ ინტერვიუში ისაუბრა.

"მე კორონავირუსი დამიდასტურდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი საიდან გადამედო, მაგრამ ფაქტია, რომ დამიდასტურდა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ოთხი დღის განმავლობაში საშინელი სიმპტომები მქონდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ." – თქვა Doja Cat-მა.

ახალი კორონავირუსის დადასტურებამდე რეპერს მტკიცედ სჯეროდა, რომ Covid-19 უბრალო ვირუსი იყო. მან ამაზე სასაუბროდ მარტში Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა.

"დაე, დამემართოს კორონავირუსი, იმიტომ რომ არ მეშინია. ის უბრალოდ ვირუსია. უბრალოდ, Mucinex უნდა მიიღოთ, წყალი, ჩაი დალიოთ და დაიძინოთ. თქვენ ყველას იმდენად გეშინიათ რაღაც კორონავირუსის, რომ მე მჭირდება ეს ვირუსი." – ამბობდა ის.

კომენტარები