ქანიე ვესტმა პირადი დეტალების გასაჯაროებისთვის კიმ კარდაშიანს ბოდიში მოუხადა

Billboard

ქანიე ვესტმა პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებისთვის თავის ცოლს, კიმ კარდაშიანს, Twitter-ზე ბოდიში მოუხადა.

"მსურს, ბოდიში მოვუხადო ჩემს ცოლს, კიმს, იმ რაღაცების გასაჯაროებისთვის, რაც პირადი დეტალები იყო. მას ისე არ ვმფარველობ, როგორც ის მე. ვიცი, რომ კიმს გული ვატკინე. გთხოვ, მაპატიე. მადლობა, რომ ყოველთვის ხარ ჩემთან ერთად." – წერს ვესტი.

ჰიპ-ჰოპ არტისტმა ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც გაამჟღავნა, რომ კიმ კარდაშიანი და დედამისი, კრის ჯენერი, მის გამომწყვდევას ცდილობდნენ. მან ასევე თქვა, რომ ბოლო პერიოდია კიმთან გაშორებას ცდილობს.

ქანიე ვესტმა სამხრეთ კაროლინაში ამომრჩეველთან შეხვედრისას, საკმაოდ პირადი დეტალები გაიხსენა – ის ყვებოდა, რომ მას პირველ შვილზე აბორტის გაკეთება უნდოდა, თუმცა კიმ კარდაშიანმა "თავისი ბავშვი დაიცვა" და ამის უფლება არ მისცა.

ქანიე ვესტმა 4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, Twitter-ზე დაწერა, რომ 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

კომენტარები