ავტოსაგზაო შემთხვევა

POG: ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა, დაკავებულია პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია პოლიციელი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში სოფელ არაგვისპირთან ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომანქანით დაეჯახა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ., კუთვნილი ავტომანქანით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც სოფელ არაგვისპირთან შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება. 

კომენტარები