კორონავირუსი აფხაზეთში

EKHO KAVKAZA: აფხაზეთში COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

EKHO KAVKAZA-ს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საოლქო საავადმყოფოში იმყოფებოდა და მას სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 1 131 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. საქართველოში COVID 19 სულ 920-მა ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა 16 ადამიანი.

კომენტარები