დევიდ ბოუი

დევიდ ბოუის გამოუქვეყნებელი სიმღერა 18 000 ფუნტად გაიყიდა

Rolling Stones

დევიდ ბოუის გამოუქვეყნებელი სიმღერა აუქციონზე 18 000 ფუნტად გაიყიდა.

სიმღერა სათაურად I Do Believe I Love You ლეგენდარულმა მომღერალმა 1966 წელს ჩაწერა.

ბრიტანელმა აუქციონერმა სიმღერა თავის კოლექციაში აღმოაჩინა და გადაწყვიტა ის გაეყიდა. მისი თქმით, ეს ფაქტი მუსიკალური სამყაროსთვის ძალიან ამაღელვებელი იქნება.

"დევიდ ბოუი იმდენად საკულტო ფიგურაა, რომ მსგავსი რაღაცების აღმოჩენის დროს, კიდევ გაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ამის მიღმა." - თქვა მან.

აუქციონერი დარწმუნებულია, რომ კოლექციის სათანადოდ დათვალიერების შემდეგ ის დევიდ ბოუის სხვა ჩანაწერებსაც აღმოაჩენს.

კომენტარები