8 იანვარს დევიდ ბოუი 73 წლის გახდებოდა, 10 იანვარს კი მისი გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა - სწორედ ამიტომ, პარიზის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული მომღერლის სახელი ეწოდოს.
ამის შესახებ პარიზის მერმა AFP-სთან ისაუბრა.
"მალე გვექნება დევიდ ბოუის ქუჩა პარიზის მე-13 მუნიციპალურ ქვედანაყოფზე" - თქვა მან.
პარიზის მერმა ასევე თქვა, რომ ლეგენდარულ მომღერალს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქალაქთან და მისი სახელობის ქუჩა პარიზში თებერვლიდან გაიხსნება.
დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში, 2016 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.