ბაჩანა შენგელია

"პოლიტიკური ანგაჟირებულობის" გამო გაშვებული შენგელიას თანამდებობაზე ოცნების შემომწირველია

ტაბულა

22 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეა წულუკიანმა თქვა, რომ ბაჩანა შენგელია 2013 წელს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეობიდან მისი ძალისხმევით გათავისუფლდა, რის მიზეზადაც იუსტიციის მინისტრი ბაჩანა შენგელიას "პოლიტიკურ ანგაჟირებულობას ასახელებს".

"ეს კონკრეტული ნოტარიუსი, ბაჩანა შენგელია, მე რომ დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, იყო ნაციონალების მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე, რომელიც ჩემი ძალისხმევით გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან, იმიტომ, რომ ის მაშინვე იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი". – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

ნოტარიუსთა პალატის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, მარიკა გოგოლაძემ 2014 წელს ქართულ ოცნებას 12 ათასი ლარი შესწირა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად on.ge-მ გაავრცელა.

ბაჩანა შენგელიას 2020 წლის 20 ივნისს იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა Faceboook-ზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდა.

1-ელ ივლისს სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს შენგელიასთვის სანოტარო სისტემებზე წვდომის აღდგენა  დაავალა. წულუკიანის უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილება 15 დღის შემდეგ შეასრულა.

ბაჩანა შენგელია ია კერზაიას შვილია, რომელიც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტრორი იყო. კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე ლაპარაკობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები