აშშ-საქართველო

გახარია: ცდილობენ, სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყოს - ვერ მიაღწევენ

ჩემი მოსაზრებები ამასთან მიმართებაში არის ძალიან მარტივი - აშშ-ს - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. ისეთ სფეროებზეა საუბარი - თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება - ყველაფერი... 

რა თქმა უდნა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს აშშ-დან, ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება, გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს. მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს, აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის. დროთა განმავლობაში ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება.  

ცუდი არის ის, რომ, პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ვიღაც-ვიღეცები ცდილობენ, სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ. იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას და ამიტომ ეს ყველას კარგად ესმის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება, როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს მხრიდან. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში საქართველოს შესახებ ცვლილებაზე დასმული კითხის საპასუხოდ.

კომენტარები