იური დმიტრიევი

რუს ისტორიკოსს, იური დმიტრიევს გერზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა

Victoria Ivleva / International Memorial

რუს ისტორიკოსს, იური დმიტრიევს სამ-ნახევარწლიანი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად საკუთარი გერის მიმართ სექსუალური ძალადობა ედება. 

დმიტრიევს ნაშვილები ქალიშვილის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოების დამზადებაში 2016 წელს დასდეს ბრალი. კარელიის უზენაესმა სასამართლომ დმიტრიევი გაამართლა, თუმცა 2 თვეში განაჩენი გააუქმა.

2018 წელს ისტორიკოსის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა და ის გერის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. 

ბოლო წლებში მის სახელს უკავშირდება კარელიის ტყეებში, სანდარმოხში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი საფლავების აღმოჩენა, რომელთა რიცხვიც 7000-დან 9000-მდეა.

ისტორიკოსი ბრალდებებს არ აღიარებს. მის დასაცავად გამოვიდნენ ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჰერტა მიულერი და ადამიანის უფლებების საკითხში ევროპის საბჭოს კომისარს, დუნიე მიატოვიჩს ღია წერილით მიმართეს. მათი აზრით, რუსეთის ხელისუფლება სანდარმოხის ისტორიის გადაწერას ცდილობს და სწორედ ამიტომ ცილს სწამებს მის პირველაღმომჩენს.

კომენტარები