რუსეთი

რუსეთში ახალი კანონპრექტით ტერიტორიის დათმობისკენ მოწოდება 10 წლამდე პატიმრობით დაისჯება

State Duma Press Service

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო “ტერიტორიული მთლიანობის” კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მოწოდებები რუსეთის ტერიტორიის დათმობისკენ 6-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ახალი კანონპროექტი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ეწინააღმდეგება.

ახალი კანონპროექტი თანხვდება პუტინის ახალ კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც უცხოური ძალისთვის რუსეთის ტერიტორიის გადაცემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოსკოვმა მიიღო მსგავსი კანონი, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს ტერიტორიის დათმობისკენ მოწოდებებისთვის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. 

კანონპროექტი ექსტრემისტებად მოიხსენიებს მათ, ვინც “არღვევს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას და, მათ შორის, ასხვისებს რუსეთის ტერიტორიის ნაწილს”.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ პირველი მოსმენით უნდა დაუჭიროს მხარი კანონპროექტს, რათა პუტინმა მისი დამტკიცება შეძლოს.

სამართლის ექსპერტების შეფასებით ეს საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას რუსეთში.

კომენტარები