აქცია შსს-სთან

შსს-სთან აქტივისტები აქციას მართავენ, ადგილზე დაპირისპირებაა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ – სახელწოდებით "ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული". ისინი ბოლო პერიოდში მომხდარ გახმაურებულ საქმეებს ეხმაურებიან, სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და საგამოძიებო უწყებებისგან ეფექტიან გამოძიებას ითხოვენ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა – აქტივისტებს ბანერების გზაზე გადატანა უნდოდათ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. როგორც კადრებში ჩანს, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა ან ადგილიდან განარიდა, თუმცა, სირცხვილიას ლიდერის გიგა მაქარაშვილის თქმით, პოლიციელებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს.

კომენტარები