Tbilisi Pride

თაბაგარი: Tbilisi Pride-ის ოფისს გუდრონი შეასხეს და შესასვლელში კვერცხები დაამტვრიეს

Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში ორგანიზაციის სამუშაო სივრცეს თავს ორჯერ დაესხნენ.

"ქვეყანა თავზე გვემხობა და ამის დრო არ არის ალბათ, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ჩვენს სამუშაო სივრცეს.

გუშინ, დილით, კვერცხები დაგვხვდა შესასვლელთან. დღეს უკვე წარსულში გატესტილი მეთოდი გამოიყენეს და გუდრონი შეასხეს ისევ შენობას.

პოლიცია მთელი თვე იდგა ჩვენ ოფისთან, რაც ერთის მხრივ დაცულობის შეგრძნებას ტოვებდა, თუმცა, მეორეს მხრივ, გამოუძიებელია ყველა თავდასხმის შემთხვევა. პირველ ჯერზე რომ სისტემას სათანადო რეაგირება ჰქონოდა, ვანდალიზმის ფაქტზე (პოლიციის თვალწინ ჩაიდინეს თან) იგივე ალბათ არ განმეორდებოდა.

ძალიან დამღლელია უკვე ეს ყველაფერი. მშვიდად ცხოვრების და მუშაობის შესაძლებლობა გვჭირდება". – წერს თაბაგარი Facebook-ზე.

Tbilisi Pride-ის ოფისს პრორუსულმა, ნეოფაშისტურმა დაჯგუფების წევრებმა საღებავები ივნისშიც ესროლეს. მაშინ ოფისის გარე ფასადი და ლგბტქ+ დროშა დაზიანდა. შსს-მ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო და გამოკითხეს რამდენიმე პირი.

კომენტარები