თბილისის ზღვა

მაშველებმა თბილისის ზღვაში მეორე არასრულწლოვნის ცხედარსაც მიაგნეს

მაშველებმა თბილისის ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგაგნებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

თბილისის ზღვაზე ორი მოზარდის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის წინ დაიწყო. დაახლოებით, ერთი საათის წინ, მაშველებმა წყლიდან ერთი მოზარდის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე 5 მყვინთავი მუშაობდა.

კომენტარები