სუს-ი მთავარი არხის სიუჟეტზე

საძაგლიშვილი: სუს-მა ახალი ფუნქცია – სატელევიზო სიუჟეტების შინაარსის კონტროლი – შეიძინა

დიმიტრი საძაგლიშვილი, ადვოკატი
ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც მთავარი არხის მიერ გაშუქებულ COVID 19-ის სტატუსის გაყალბების ფაქტებს შეეხებოდა, კომენტარი გააკეთა მთავარი არხის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩვენ გადავეცით სრული მასალა, რაც გაგვაჩნია ამ სიუჟეტებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ზოგადად რა ინფორმაციაც ინახება ჩვენს არქივში, ეს ინფორმაცია გადავეცით სრულად. რაც შეეხება სუს-ის განცხადებას და მიმდინარე გამოძიებას საბოტაჟის მუხლით, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. როგორც ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი ფუნქცია შეიძინა. ეს არის სატელევიზო სიუჟეტების შინაარსის კონტროლი, რაც, ცხადია, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არის მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი". – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2020 წლის 20 ივნისს ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომელიც მარნეულში COVID 19-ის სტატუსის გაყალბების ფაქტებს შეეხებოდა, განცხადება გაავრცელა. გამოძიება საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული. უწყების ინფორმაციით, მთავარმა არხმა გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა.

კომენტარები