კიანუ რივზი 12-ნაწილიან კომიქსს წერს - პირველი წიგნი ოქტომბერში გამოვა

Getty Images

კიანუ რივზი კომიქსების წიგნებს წერს, რომელიც 12 ნაწილისგან იქნება შემდგარი და BRZRKR-ი ერქმევა.

მსახიობი წიგნებზე New York Times-ის გრაფიკულ დიზაინერთან, მეტ კინდთან და ილუსტრატორთან, ალესანდრო ვიტისთან ერთად იმუშავებს.

კომიქსებს Boom! Studios-ი გამოსცემს.

"კომიქსები ბავშობიდან მიყვარს და ამ ჟანრმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორც არტისტზე."– თქვა კიანუ რივზმა.

BRZRKR-ის მთავარი პერსონაჟი მრისხანე მებრძოლი იქნება, რომელიც ამერიკული ხელისუფლებისთვის მუშაობს და სხვის გამო ბრძოლებში იღებს მონაწილეობას.

კიანუ რივზის კომიქსების წიგნების პირველი ნაწილის გამოსვლა 7 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები