კორონავირუსი საქართველოში

მეუფე იაკობი კორონავირუსზე: საქართველო გადარჩა, მთელ მსოფლიოში ეკლესიაზე ძვირი იძახეს

სავსე იყო ჩვენი ეკლესიები, ყველგან მოიმატა, ჰო? ჩემთან, დიდ ტაძარში ვწირავ ხოლმე, ათასზე მეტი ადამიანი ეზიარებით ყოველ წირვაზე, ხო? სად იყო ძველად ასე. იმდენი იძახეს ეკლესიაზე ძვირი მთელ მსოფლიოში, ხედავთ, რა მოხდა, ღვთის მადლით საქართველო გადარჩა, კარგი იქნებოდა, მსოფლიოც გადარჩენილიყო მაგ იმას, მაგრამ ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს.

ბედნიერი ერი ვართ, რომ მთლიანად სახელმწიფომ, ყველა ადამიანმა, რა თქმა უნდა დედა ეკლესიის წინამძღოლობით, ეს გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ და მსოფლიოში საჩვენებელი ადამიანები გავხდით, თორემ ჩვენს ექიმებზე ბევრად ძლიერი ექიმები არ არიან საზღვარგარეთ? რას აკეთებენ, ჰო? თუ არა ღმერთი, ვერავინ ვერ დაგიფარავს.

მეუფე იაკობი ჯუგაანის ძელიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას, კორონავირუსის შესახებ.

კომენტარები