ამინდის პროგნოზი

21 ივლისამდე 35-40 გრადუსი იქნება, შემდეგ დღეებში აგრილდება - გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში – 35-40, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33-38 გრადუსის ფარგლებში იქნება.

21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს". – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები