აშშ-საქართველო

აშშ-მ საქართველოს $232 170-ის ღირებულების ტყის ხანძრის საწინააღმდეგო მანქანა გადასცა

Facebook/ US Embassy Tbilisi, Georgia

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ცნობით, ტყის ხანძრებთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ ქვეყანას $232 170-ის ღირებულების სახანძრო მანქანა გადასცა, რომელიც ოთხი წამყვანი თვლითა და მთიან რელიეფზე ცეცხლთან საბრძოლველად გაზრდილი შესაძლებლობებითაა აღჭურვილი. 

"ახალი სახანძრო მანქანა მოემსახურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ განყოფილებას, რომელიც ხშირი ტყის ხანძრების საფრთხის მიმართ ერთერთი ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა. ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დიდი ძალისხმევისა, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გვერდში დაუდგეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მზადყოფნის გაუმჯობესებაში". – წერს საელჩო განცხადებაში. 

კომენტარები