დღის ფოტო

დღის ფოტო: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულის ოჯახში მივიდა

მთავარი არხი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და გატაცებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახში მივიდა. ექიმი გახელაძის სახლში ცოლთან ერთად მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოტოსთან ერთად მთავარი არხი ავრცელებს. 

"ჩვენ შევძელით და თქვენც შეძლებთ". – უთხრეს გახელაძეების ოჯახს. 

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. 

კომენტარები