მარნეული

შსს მარნეულზე: მოსახლეობამ პოლიციას ჩხრეკაში ხელი შეუშალა

რაშან ზიადალიევი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოქალაქეებმა პოლიციას ჩხრეკაში ხელი შეუშალეს, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, ჩადენილი ჯგუფის მიერ) და 381 მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა) დაიწყო.

17 ივლისის საღამოს მარნეულელმა აქტივისტმა, რაშან ზიადალიევმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, პოლიციელი მაგიდის ქვეშ ხელს ყოფს. ვიდეო ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გადაიღო. მაშინ, როცა პოლიციელის ქმედება დაინახა, ვიდეოს ავტორმა ჩხუბი დაიწყო. ვიდეო მალევე წყდება. ალიევების ოჯახის, ზიადალიევის და ევროპული საქართველოს წევრის, აჰმედ იმამყულიევის ვარაუდით, პოლიციელი მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, მოქალაქის ოჯახში ნარკოტიკის ჩადებას ცდილობს.

იმამყულიევი გეგმავს, პროკურატურას მიმართოს.

კომენტარები