მარნეული

აქტივისტის მტკიცებით, მარნეულში, ერთ-ერთი ჩხრეკისას პოლიციელმა ნარკოტიკის ჩადება სცადა [VIDEO]

აქტივისტი, სამართლიანი არჩევნების და სამოქალაქო აქტივიზმის და ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი, რაშან ზიადალიევი ამტკიცებს, რომ მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნარკოტიკის ჩადება სცადა.

მან ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი მაგიდის ქვეშ ხელს ყოფს. ვიდეო ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გადაიღო. მაშინ, როცა პოლიციელის ქმედება დაინახა, ვიდეოს ავტორმა ჩხუბი დაიწყო. ვიდეო მალევე წყდება.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება პასუხს - მოახდენს თუ არა უწყება რეაგირებას პოლიციელების ქმედებებზე.

კომენტარები