თბილისის მერია

ისანსა და ნაძალადევში მერია საბაგიროების ამოქმედებას გეგმავს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციისას თქვა, რომ ნაძალადევისა და ისნის რაიონებში საბაგიროების ამოქმედება იგულისხმება.

"ვფიქრობთ, რომ პირველი პროექტის განხორციელებას ისნის რაიონში მომავალი წლის
დასაწყისში შევძლებთ და უკვე შემდეგი წლის ბოლოსთვის სამუშაოები
ნაძალადევის რაიონში დაიწყება". - ამბობს კახა კალაძე.

მისი თქმით, "პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ინტეგრირება მოხდეს, როგორც ავტობუსის მეტროსთან, ასევე, მეტროს - საბაგიროსთან და პირიქით".

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მერია წლის ბოლომდე სრულად ჩაანაცვლებს ყვითელ ავტობუსებს.

"ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და ერთ-ერთი
შემადგენელი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროს, საზოგადოებრივი
ტრანსპორტისთვის პრიორიტეტის მინიჭებაა“. - ამბობს კახა კალაძე.

კომენტარები