ანგარიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

FCO-ს ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის გაზრდილი ჩარევა სიტუაციას აუარესებს

Twitter

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისმა გამოაქვეყნა 2019 წლის ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ანგარიში. მასში ლაპარაკია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ნათქვამია, რომ რუსეთის გაზრდილი ჩარევა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სიტუაციის მკვეთრად გაუარესებას იწვევს.

"საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის გაზრდილმა ჩარევამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სიტუაციის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების უმეტესობა კვლავ დაკეტილია, რაც დაძაბულობას ზრდის და მივყავართ ხშირ დაკავებებამდე და გადაადგილების თავისუფლების მკაცრ შეზღუდვებამდე, რაც გავლენას ახდენს ცხოვრების პირობებზე, განათლებასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე.

გრძელდება ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ დისკრიმინაცია და სამოქალაქო საზოგადოების წევრების დაშინება. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს რეზოლუციას გაეროში, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეხება და, ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, რომელშიც ითხოვს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს მიეცეს წვდომა ამ ტერიტორიებზე". - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები