2019 წლის 30 დეკემბრის ღამით თბილისის მერიამ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი, რომელიც პარლამენტის წინ იყო განთავსებული, აიღო და მის ნაცვლად ზვიგენის გამოსახულებიანი ბატუტები ჩადგა. მათ გამოაცხადეს, რომ იქ გასართობი ცენტრი უნდა მოწყობილიყო.
მსგავსი ბატუტი მოგვიანებით გორშიც გამოჩნდა, ახლა კი ასეთივე ბატუტი ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, ზვიგენისათვის უფრო ბუნებრივ გარემოში დგას.





