კორონავირუსი საქართველოში

გახარია: განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა ინფიცირებულ აბიტურიენტთან

ჩვენ გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ერთი აბიტურიენტი დაინფიცირდა და დღეს ის მკურნალობს. რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არაფერი არ ემუქრება. მაგრამ ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, მას დარჩა ერთი გამოცდა და ჩვენ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანა ამ დარჩენილ ერთ გამოცდასაც ჩააბარებს, ოღონდ მკურნალობის პირობებში.

ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეძლოს, გააგრძელოს სწავლა, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა უკვე.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის 16 ივლისის სხდომაზე.

კომენტარები