რეკლამა

® საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 110-ნომრიანი სასტუმრო აისი გაიხსნება

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და აისის პარტნიორობის შედეგად თბილისის ძველ უბანში, ავლაბარში, 110-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.

სასტუმროში განთავსდება ქართული, ევროპული, აზიური რესტორნები, ორი აუზი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი.

პროექტის ფარგლებში მოხდა ისტორიული სტატუსის მქონე შენობის – სკოლის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე.

საქართველოს ბანკის ცნობით, კომპანიამ პანდემიის პირობებშიც კი შეძლო მშენებლობის დაჩაქარებულ ვადებში გაგრძელება და დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება. ბანკს COVID 19-ის პირობებშიც არ შეუწყვეტია პროექტის ფინანსური მხარდაჭერა. პროექტის ჯამური ღირებულება 4 500 000 ევროა. სასტუმრო გახსნის შემდეგ 80-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს. 

"საქართველოს ბანკისთვის სასტუმრო ბიზნესი ტურიზმის განვითარების მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს. პანდემიამდე ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით ბიზნესების წახალისებას, რათა შევამციროთ პანდემიიის შედეგად გამოწვეული ნეგატიური გავლენა.

ბანკი, მრავალი წელია, მხარში უდგას  სექტორის განვითარებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს არსებული დიდი გამოწვევის წინაშე“. – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

კომენტარები