რელიგიური დევნა რუსეთში

რუსეთში იეჰოვას მოწმეების სახლებში რეიდები ჩაატარეს

Moskva News Agency

ვოლოჟენის ოლქის საგამოძიებო მმართველობის განცხადებით, იეჰოვას მოწმეების სახლებში 100-ზე მეტი რეიდი ჩატარდა.

24-56 წლამდე იეჰოვას ათი მოწმის წინააღამდეგ 2018-2020 წლებში რელიგიური შეკრებების ჩასატარებლად ექსტრემისტული ერთობის ჩამოყალიბების, ქადაგებისა და ახალი წევრების მოზიდვის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალდებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რუსეთში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება 2017 წელს აეკრძალათ და რელიგიური უმცირესობა ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა. დაიხურა რელიგიური ორგანიზაციის ოფისები და იეჰოვას მოწმეებს აეკრძალათ "ექსტრემისტული" ლიტერატურის გავრცელება. რუსეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, იეჰოვას მოწმეები არღვევენ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რუსეთის კანონს. 

იეჰოვას მოწმეები ამბობენ, რომ გასული წლის მარტში რუსეთში, ქალაქ სურგუტში, საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს.

გასული თვეების განმავლობაში რუსეთში და ანექსირებულ ყირიმში ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს იეჰოვას რამდენიმე მოწმეს.

კომენტარები