FAR CRY

ჯანკარლო ესპოზიტო FAR CRY 6-ში ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს

მსახიობი ჯანკარლო ესპოზიტო მთავარი ბოროტმოქმედის, ანტონის როლს შეასრულებს კომპიუტერულ თამაშში – Far Cry 6. სიახლე თაყვანისმცემლებმა დეველოპერული კომპანია Ubisoft-ის გამოქვეყნებული ვიდეოთი შეიტყვეს.

ესპოზიტომ სახელი სერიალ Breaking Bad-ით გაითქვა. საკულტო შოუში მსახიობმა გას ფრინგის როლი შეასრულა. ფრინგი ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედია. პერსონაჟი პრიქველში, Better Call Saul-ში გამოჩნდა.

კომენტარები