ვალების განულება

"ქართუმ" მილიარდნახევრიანი ვალის ჩამოწერის პროგრამაზე 37.5 მილიონი ლარი დახარჯა

ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ 2018 წელს ვალების ჩამოწერის პროგრამაზე 37,5 მილიონი ლარი დახარჯა. ჩამოწერილი დავალიანების თანხა ჯამში მილიარდნახევარი იყო. ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანი ამბობდა, რომ ქართუ ვალების განულებისთვის საჭირო მილიარდნახევარ ლარს დაფარავდა.

ინფორმაცია, რომ ქართუს ვალების განულების პროგრამა 37,5 მილიონი ლარი დაუჯდა, ქართუს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია, რომელიც ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ გამოითხოვა.

პროგრამა, რომლის მიხედვითაც, 600 000 ადამიანს უიმედო, ვადაგადაცილებული სესხი ჩამოეწერა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოაცხადა. ეს ქმედება ადგილობრივმა და საერთშორისო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად შეაფასეს.

 

კომენტარები