ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ბოკერიაა მთავარი შემოქმედი იმ სიბოროტის, რაც ბოლო 10 წელია ქვეყანაში ხდება

როდესაც ეს ადამიანები საუბრობენ მტრულ ენაზე, ეს არის სარკაზმის უდიდესი გამოვლინება. მაგალითად, ბატონი ბოკერია, რომელიც, მე არ მინდა, ახლა, ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ მას ძალიან უყვარს სიტყვა მასხარა და თვითონ წარმოადგენს ბოროტ მასხარას. ცდილობს, წარმოაჩინოს თვალთმაქცური კონსტრუქციულობა, სწორედ ის არის ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული ელემენტი მთელ პოლიტიკურ სივრცეში. ის არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მთელი იმ სიბოროტის, რომელიც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში. იგი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და მთელ იმ სიბოროტეს, რომელიც ჩაიდინეს ბოლო წლების განმავლობაში

[სტილი დაცულია] ამბობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერზე, გიგა ბოკერიაზე იმედის ეთერში.

კომენტარები