TI-ს კვლევა

ხაზარაძე: თუ ვინმე ფიქრობს, რომ თავისუფალ ბიზნესს აკეთებს, ძალიან ცდება

ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის თქმით, თუ საქართველოში ვინმე ფიქრობს, რომ თავისუფალ ბიზნესს აკეთებს, ის ცდება. 

პარტია ლელოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში "კორუფცია მძვინვარებს" და ბიზნესი ქართული ოცნების მარწუხებშია მოქცეული. 

ასე მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარტიებიდან ყველაზე მეტი დაფინანსება ქართულ ოცნებას აქვს. 

"საქართველოში მძვინვარებს კორუფცია და ეს არის პირდაპირი კორუფციული სქემები, სადაც ტენდერების 50%-ში ერთი კომპანია იღებს მონაწილეობას და, შესაბამისად, ის იგებს. ასეთი პრეცედენტი, რომ ტენდერების გარეშე პირდაპირი შესყიდვა ჩატარდეს, არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს". – ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

ლელოს ლიდერის თქმით, როდესაც მაჟორიტარები იგებენ ტენდერს და თითქოს, პარტიას სწირავენ თანხას, ღია კორუფციაა, რაშიც მმართველი გუნდი პირდაპირაა ჩართული. 

"საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან სუფთა და წესიერი ბიზნესი და პოლიტიკის ცნება. დღეს, სამწუხაროდ, ბიზნესი ქართული ოცნების მარწუხებშია მოქცეული და ქვეყანაში თუ ვინმე ფიქრობს, რომ თავისუფალ ბიზნესს აკეთებს, ძალიან ცდება". – თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

კომენტარები